"რუსეთის ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა, კვლავ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის" - რა წერია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების დოკუმენტში

რუსეთი სანქცია

 აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ეხება 2014, 2018 და 2022 წლებში დაწესებულ სანქციებს.

"რუსეთის ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც აღნიშნულ განკარგულებებშია განხილული, კვლავ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.