1771531835
რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
სასამართლომ, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე წარუდგინა.
სუს-ში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ ამერიკულ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულები შემდგომ ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება.












