20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1771528623
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„დღეს 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1771528623