საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვნის პროცესი გაიმართა. დღეს აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ადვოკატ კახა წერეთლის აცილება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.
„ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. ეს შეეხება ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ ჩატარებულ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, რომლის მიხედვითაც, მათ რაიმე ფსიქიკური ნაკლი [არ აღენიშნებათ], ან ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არცერთი არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, პროცესზე გადაისინჯა მათ მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ახალი გარემოება - მათ მიმართ რომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, არ არსებობდა და პატიმრობა დატოვა ძალაში," - აღნიშნა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.