1744893152
რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის - სტოლტენბერგი

კრემლის ქმედებები მიუთითებს, რომ პუტინს სურს დრო ჰქონდეს გადაჯგუფებისთვის, რათა შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები განაახლოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Financial Times-სთან განაცხადა.
"რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.