პრემიერმა მგზავრთა გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სიახლე დააანონსა
1780419873
ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთს მოვიყვანდი, ღიად ტრაბახობს იმით, თუ როგორ აგვიკრძალა ბაზების გამოყენება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„როდესაც ალიანსში გყავს ქვეყნები - იმიტომ, რომ მოდით ბოლო-ბოლო პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ, ფაქტობრივად, მდიდარი ქვეყნების მთელი კონტინენტის თავდაცვის ხერხემალს წარმოვადგენთ, ესენი ხომ არ არიან ღარიბი ქვეყნები, ესენი მდიდარი ქვეყნებია - და ჩვენთვის ნატოს სარგებლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ ბაზების გამოყენების უფლებას გვაძლევს. ახლა კი ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთს მოვიყვანდი, ღიად ტრაბახობს იმით, თუ როგორ აგვიკრძალა ბაზების გამოყენება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„თუ ჩვენი ნატოში ყოფნის მთავარი აზრი, თუ ის, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ, ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, და ამ დროს გვყავს ალიანსის ისეთი წევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას კრიტიკული სიტუაციების დროს, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს“, - დასძინა რუბიომ.
Marco Rubio on NATO:
— Clash Report (@clashreport) June 2, 2026
If what we get out of NATO is the ability to use bases, and then we have members of that alliance that are basically denying the use of those bases in a contingency, it calls into question the entire thing. pic.twitter.com/citTbARS3K