1780423256
მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეს განცხადება მადიარმა ბერლინში ყოფნისას გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პროგრესის მისაღწევად ფუნდამენტური საკითხების მოგვარებაა საჭირო.
„აქ, ბერლინშიც შემიძლია გავიმეორო: მზად ვარ, მომავალი კვირის დასაწყისში შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის, თუ ჩვენ ნამდვილად შევძლებთ შეთანხმებას ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებებზე. საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა. ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ამის მიუხედავად, უნგრეთის მთავრობის მეთაური ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი უთანხმოების მოგვარების იმედს მაინც გამოთქვამს.
„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შევძლებთ ამ დავის მოგვარებას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება“, - აღნიშნა პეტერ მადიარმა.
Hungary's PM Péter Magyar on Ukraine:
— Clash Report (@clashreport) June 2, 2026
I can repeat here in Berlin: I am ready to meet President Zelensky early next week. If we truly succeed in agreeing on these fundamental human rights...
Using your mother tongue in a kindergarten, a school, in administration — that is not… pic.twitter.com/m6mn5YrmUA












