რომის პაპმა თავისი საყვარელი ფილმები დაასახელა

რომის პაპი

რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა. პონტიფექსის სიაში ჰოლივუდის კლასიკა შევიდა: რობერტ უაიზის მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ (The Sound of Music) და ფრენკ კაპრას „ეს მშვენიერი ცხოვრება“. სიაში ასევე შევიდა რობერტო ბენინის ტრაგიკომედია „ცხოვრება მშვენიერია“ და რობერტ რედფორდის „ჩვეულებრივი ადამიანები“.

საყვარელი ფილმების გამხელა ჩიკაგოში დაბადებულმა პაპმა ვატიკანში კინოვარსკვლავებთან შეხვედრის წინ გადაწყვიტა. შაბათს დილით ის ვატიკანში ჰოლივუდის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის იქნებიან: კეიტ ბლანშეტი, კრის პაინი, ვიგო მორტენსენი, მონიკა ბელუჩი და სხვები.

ვატიკანის ცნობით, ამ შეკრების მიზანი კინოსამყაროსთან დიალოგის გაღრმავება და იმ შესაძლებლობების შესწავლაა, რასაც მხატვრული კრეატიულობა ეკლესიის მისიას და ადამიანური ღირებულებების ხელშეწყობას სთავაზობს.