1762807115
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის, ჰუაი ძინფენგის მოწვევით, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პეკინში გაიმართება.
მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.
ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია „ჰუავეის“ ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს.
გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა
1763030716
პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1763034995











