„როიტერის“ ცნობით, თურქეთი სირიაში ავიაბაზის მშენებლობასა და სირიის ახალი არმიის წვრთნას გეგმავს

„როიტერის“ ცნობით, თურქეთი სირიაში ავიაბაზის მშენებლობასა და სირიის ახალი არმიის წვრთნას გეგმავს

თურქეთი სირიაში ავიაბაზის მშენებლობასა და სირიის ახალი არმიის წვრთნას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში შეხვედრაზე თავდაცვის პაქტის გაფორმებას განიხილავენ.

„როიტერის“ წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები მოიცავს ორი თურქული ბაზის შექმნას სირიის ცენტრალურ, ბადიის რეგიონში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ხელისუფლება სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმების საკითხებზე მუშაობს სხვა ქვეყანასთან. „როიტერი“ წერს, რომ შეთანხმება თურქეთს სამხედრო მიზნებისთვის სირიის საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას მისცემს. სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დაშალა არმია და ქვეყნის სხვადასხვა მეამბოხე ფრაქციები და მუშაობს მათ ახალ სამხედრო სარდლობაში ინტეგრირებაზე.