1741782778
„როიტერი“ - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება დაცული უნდა იყოს.
„საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.