„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელსა და სირიას შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს შუამავლობას უწევს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, სირიის ახალი მმართველები რეგიონულ დახმარებას ეძებენ სამხრეთელ მეზობელთან მტრული ურთიერთობის მოსაგვარებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, არაპირდაპირი კონტაქტები, რომლებიც აქამდე არ გახმაურებულა, ფოკუსირებულია უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზე, ასევე ორ სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენაზე, რომლებსაც ოფიციალური ურთიერთობები არ აქვთ.
„როიტერის“ თანახმად, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო 13 აპრილს სირიის პრეზიდენტის, აჰმედ შარას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში.