„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს
1746982098
ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ზღვარზე - პაკისტანსა და ინდოეთს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ ოთხშაბათს, ღამით, ქაშმირზე მიტანილი იერიშის გამო, ინდოეთს საფასურის გადახდა მოუწევს.
ინდოეთის მთავრობა კი განმარტავს, რომ დარტყმები მიმართული იყო "ტერორისტული ინფრასტრუქტურის" წინააღმდეგ, და ის პასუხი იყო გასულ თვეს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტურისტების მკვლელობაზე.
ინდოეთის იერიშს 31 ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხო შეტევა მიიტანა მალევე ისლამაბადმაც - ინდოეთის მხარეს დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი, დაჭრილია ათეულობით პირი.