საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1790108667
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიანგს შეადარა.
„როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას შენი ფეხი ყბაში აქვს. ეს არის სირთულე, რომლის წინაშე უკრაინელები დგანან. ძალიან ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკება პუტინთან“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ასევე, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის აღება სურს და შესაძლოა, კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელოს ქვეყნის დედაქალაქ კიევზე.