რობერტ ფიცო თურქეთში ჩავა და ერდოღანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს

რობრტ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დღეს თურქეთს ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი ფაჰრეთინ ალთუნი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებების გაფორმება იგეგმება, კერძოდ, ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც თურქეთისა და სლოვაკეთის ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანს“, - წერს ალთუნი.

მისი განცხადებით, ფიცო და ერდოღანი ანკარაში სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის აზრებს გაცვლიან აქტუალური რეგიონული და გლობალური საკითხებისა და თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.