ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
ჩინეთის ჩრდილოეთით ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ადამიანთა უმეტესობა პეკინის გარეუბანში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. პეკინი მერის მოადგილის, სია ლინმაოს განცხადებით, ჩინეთის დედაქალაქში 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება პეკინის მოსაზღვრე ხებეის პროვინციაში.
როგორც Reuters-ი იუწყება, გადაუღებელი წვიმები პეკინსა და ჩინეთის სხვა რეგიონებში ერთი კვირის წინ დაიწყო და პიკს ორშაბათს მიაღწია.