ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
1754037479
საქართველოში, ბოლო დღეებია განსაკუთრებით ცხელა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
იმის გასარკვევად, თუ როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში, ,,პრაიმტაიმი", გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა.
,,მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, რადგან სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმოსვლა ნარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში, +40 გრადუსიც დაფიქსირდა.
მაქსიმალური ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და +34, +39 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ბარში, 40 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოშია შედარებით გრილი ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება, ამიტომ აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურაა, 37 გრადუსი.
ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დიდ ეფექტს არ გამოიწვევს, რომ აგრილდეს, რადგანაც, ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერია მასების.
მკვეთრი ტემპერატურის კლება და აგრილება მოსალოდნელი არ არის...
ზოგადად აგვისტო, როგორც ჩანს შუა თვემდე ცხელია.
ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" დოდო გვაზავა.
ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
1754037479
მძიმე ავარია აბაშაში - რა დეტალებია ცნობილი
1754037214