88 წლის გამომგონებელი საკუთარმა გამოგონებამ იმსხვერპლა - კადრები მედიაში ვრცელდება

sxva

რუსეთში, 88 წლის თვითნასწავლი გამომგონებელი, რომელიც საკუთარი მფრინავი აპარატებით იყო ცნობილი, აფრენის მცდელობისას დაიღუპა. მამაკაცი საკუთარმა ქმნილებამ იმსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კიროვის ოლქის, ომუტნინსკის რაიონის მკვიდრმა მამაკაცმა, ხუთშაბათს, ხელნაკეთი ვერტმფრენით აფრენა სცადა.

ხელნაკეთმა ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო და ხმელეთზევე დაიშალა, რამაც მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა.