„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
ბრიტანელი მსახიობი რეიფ ფაინსი „შიმშილის თამაშების“ მორიგ პრიქველში პრეზიდენტ კორიოლან სნოუს როლს შეასრულებს.
ფრანშიზის პირველ სამ ფილმში პანემის პრეზიდენტის როლს დონალდ საზერლენდი ასრულებდა, რომელიც შარშან გარდაიცვალა.
„გვინდოდა დონალდ საზერლენდის ხსოვნისთვის პატივი მიგვეგო იმით, რომ პრეზიდენტ სნოუს როლი თაობის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს მივეცით“, - განაცხადა პროდიუსერმა ნინა ჯეიკობსონმა.
„შიმშილის თამაშები: მოსავლის აღების განთიადი“ ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა და 50-ე შიმშილის თამაშების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორი ფრენსის ლოურენსია, სცენარისტი ბილი რეი. ფაინსის გარდა ფილმში ითამაშებენ: ჯესი პლემონსი, მაია ჰოუკი, ჯოზეფ ზადა, უიტნი პიკი, მაკენა გრეისი და კელვის ჰარისონ უმცროსი.