1747575645
„ჰამასი“ 9 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა

"ჰამასი" კიდევ 9 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა. დოჰაში განახლებულ მოლაპარაკებებზე, ტერორისტული ორგანიზაცია 60 დღიანი ზავის სანაცვლოდ 9 მძევალს გაათავისუფლებს.
შეთანხმების ერთ-ერთი პირობა, ღაზის სექტორში, დღეში 400-მდე ჰუმანიტარული სატვირთო მანქანის დაშვებაა.
შეთანხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელის მხარეს, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა განხილვის საკითხი არ იქნებოდა.
დოჰაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ისრაელის მიერ ღამის საათებში ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულია 33 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.