რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა.
ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა.
ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.
კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.