ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
მედია მსახიობ ჰეკმანის, მისი მეუღლისა და ძაღლის გარდაცვალების შესაძლო მიზეზს ასახელებს.
ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი იყო მათი ძაღლიც.
ჰეკმენისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა დღის პირველ ნახევარში. მსახიობი 95 წლის იყო. პოლიციამ, რომელმაც ცხედრები აღმოაჩინა განაცხადა, რომ წყვილის სიკვდილი ძალადობრივი არ ყოფილა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია: „გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს ნაცრისფერი სპორტული შარვალით, ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი მაისურით, ყავისფერი ჩუსტებით და ხელჯოხით. სავარაუდოდ, მამაკაცი ადგილზე მოულოდნელად დაეცა. გარდაცვლილ მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა სიკვდილის აშკარა ნიშნები, ისეთივე მსგავსი და თანმიმდევრული, როგორიც გარდაცვლილ ქალს ჰქონდა“.
ბეტსის სიკვდილის სცენა
ქალის გვერდით შავი გამათბობელი იპოვეს. პოლიციის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამათბობელი ქალის დაცემის შემდეგ ჩამოვარდნილიყო. ასევე, გარდაცვლილი ქალის მახლობლად მაგიდაზე იპოვეს ნარინჯისფერი წამლის ბოთლიც. რეცეპტით გამოწერილი წამლის ბოთლი ღია იყო და ტაბლეტები მიმოფანტული იყო მაგიდაზე.
რატომ იყო სახლის კარი ღია?
სახლში მისვლის შემდეგ, ორ ტექნიკურ მუშაკს შესასვლელი კარი ღია დახვდა, მაგრამ პოლიციელებმა დაასკვნეს, რომ იძულებითი შესვლის კვალი არ იყო. უცნობია რამდენ ხანს იყო კარი ღია. ერთ-ერთი ძაღლი ბაღში იმყოფებოდა, რომელსაც შეეძლო გარეთ ძალით გასულიყო. ოფიცრები ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ღია კარს გამოძიება სჭირდება.
რატომ იყო გარდაცვლილი ძაღლი კარადაში?
ცოლ-ქმრის აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ კარადაში ძაღლი შენიშნა. იგი აბაზანის კარადაში, გარდაცვლილი ქალისგან ახლოს იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებაში არ არის ნათქვამი კარადის კარი ღია იყო თუ დაკეტილი, მაგრამ პოლიციამ დაადასტურა, რომ აბაზანის კარი ღია იყო.
როდის ჰქონდათ ბოლო კონტაქტი ჰეკმანთან და მის მეუღლესთან ტენიკურ მუშაკებს?
ეს იყო დაახლოებით ორი კვირით ადრე. ორივე პირმა დაადასტურა, რომ ისინი იშვიათად ხედავდნენ მფლობელებს სახლის რუტინული მოვლა-პატრონობის დროს. ისინი ინარჩუნებდნენ კონტაქტს სახლის მეპატრონეებთან ტექსტური შეტყობინებების და სატელეფონო ზარების საშუალებით და ძირითადად უკავშირდებოდნენ სახლის მეპატრონე ქალს. უცნობია, ეს პირისპირ კონტაქტი იყო თუ ტექსტური შეტყობინების საშუალებით.
რაც შეეხება გარდაცვალების ვერსიას. ტესტირების ჩატარების დროს, არ აღმოჩნდა ნიშნები ან მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ რაიმე პრობლემა არსებობდა მილსადენებთან საცხოვრებელში და მის გარშემო. ამიტომაც პოლიციისთვის ეს საქმე კვლავ საეჭვოდ რჩება.
ჯინ ჰეკმანის კარიერა ექვს ათეულ წელს ითვლის. მას მიღებული აქვს ორი „ოსკარი“, ორი „ბაფტა“, ოთხი „ოქროს გლობუსი“ და მსახიობთა გილდიის ჯილდო.