ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
ქალმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ იგი ბიძამ გააუპატიურა, როდესაც 6 წლის იყო. ამ დროს კი მისი დედა ოთახში იდგა და უყურებდა ყველაფერს.
ახლა გოგონა 27 წლის არის. შემთხვევა სავარაუდოდ, 2000-2014 წლებში, ირლანდიაში მოხდა.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ გაუპატიურების შემდეგ დედამ ის ბიძის საძინებლის საწოლიდან აიყვანა და სხვა ოთახში გადაიყვანა. ქალის თქმით, ის იმ დროს ბაბუასთან, ბებიასთან, დეიდასთან, ბიძასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა.
დამნაშავედ ცნეს დედაც, რომელმაც შვილს სექსუალური შეურაცხყოფა 9-ჯერ მიაყენა, 200 წლიდან 2009 წლამდე.
გოგონამ ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ მას საკუთარი დედა დაესხა თავს.
ქალმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი პირველი მოგონება სექსუალურ ძალადობაზე იყო მაშინ, როდესაც ის სამწლინახევრის იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ, 11 წლის ბავშვზე დედის მეგობარმა მამაკაცმაც იძალადა. იგი ბავშვის ოთახში მაშინ შევიდა, როდესაც გოგონა სათამაშოებით თამაშობდა. კაცმა გოგონას უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო, რადგან დედამ ყველაფერი იცოდა.
როგორც გოგონა იხსენებს, მას 13 წლის ასაკში შესაძლოა, მუცელიც კი მოეშალა, რადგან ერთხელ ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, თუმცა მაშინ პატარა ბავშვი ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
მისი თქმით, ბოლოს, როცა დედამ მას შეურაცხყოფა მიაყენა, 15 წლის იყო. როგორც გოგონა იხსენებს, სახლში ყველა სვამდა და მასზე მუდმივად ძალადობდნენ. სახლში ჩხუბობდნენ ერთმანეთშიც, ხშირი იყო ერთმანეთის ცემის ფაქტებიც.
საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე.