ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
"ნეტა, 29-ში დავბადებულიყავი, დაბადების დღეს იშვიათად გადავიხდიდი და ასაკიც 4 წელიწადში ერთხელ მომემატებოდაო, ამბობდა. დედაჩემს სული რომ გავუმწარე, 29-ში ხომ არ დავიბადე-მეთქი, თავი დამანებე, ნეტავი სულ არ დაბადებულიყავიო, მეუბნებოდა" - სიცილით იხსენებდა ლეგენდარული არტისტი.
28 თებერვალს დაუვიწყარი რამაზ ჩხიკვაძე 97 წლის გახდებოდა.
გადაცემაში "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" მსახიობი ასე გაიხსენეს...
ვახტანგ კახიძე: განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ რამაზს და ჯანოს. ბატონი რამაზი ფანტასტიკურად აკეთებდა მამაჩემის პაროდიას, როცა ჯანო დირიჟორობდა ყანჩელის სიმფონიას. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, ვერ გაუძლებდი.
რობერტ სტურუა: რამაზი კომიკურ მსახიობად ითვლებოდა. თეატრში ასე ლაგდება, ყველას თავისი ამპლუა აქვს. ადამიანს, რომელმაც მიხეილ ჭიაურელის სპექტაკლ "ჭინჭრაქაში" ქოსიკო (გენიალურად) ითამაშა, უცებ მე ვაძლევ უძლიერეს ტრაგიკულ - რიჩარდ მესამის როლს. როცა თეატრში ექვსი ნამდვილი პრეტენდენტია ამ როლის... ნახევარი თეატრი არ მესალმება, რატომ მივეცი ამ "მასხარას" ასეთი როლი. რამაზის შემოქმედებაში ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როცა მან საკუთარ თავში უნივერსალური ნიჭი აღმოაჩინა, რითიც მან გაითქვა სახელი მსოფლიოში.
თეატრი დიდი თამაშია, აქ თუ არ ხარ ბედნიერი და თავისუფალი, არაფერი არ გამოგივაო, ამბობდა. მომეწონა ეს ნათქვამი.
მერაბ კოკოჩაშვილი: ჩემს ფილმში - "ზაფხულის სამი დღე" რამაზს უნდა განესახიერებინა ძალიან ნიჭიერი, მრავალფეროვანი ადამიანი. მაკვირვებდა თავისი იმპროვიზატორობით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელ იმპროვიზაციას აკეთებდა. როგორი ბუნებრივი მონაცემი ჰქონდა, ასე მრავალფეროვნებით რომ შეეძლო უწყვეტად გამოეგონებინა რაღაც-რაღაცები. როიალზე დაუკრა კიდეც. სხვებსაც ხუმრობით ჭკუა ასწავლა. დამთავრდა გადაღება. დავიშალეთ. მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე, მაგიდაზე დევს რვეული, სადაც არ უნდა იდოს. გადავშალე. რამაზის რვეული იყო. თავისი როლი ჰქონდა თავიდან ბოლომდე ჩაწერილი. ის იმპროვიზაციები აღნიშნული ჰქონდა რვეულში. მთელი როლი შესწავლილი ჰქონდა და აღნიშნული ჰქონდა ადგილები, სად როგორი აქცენტები უნდა გაეკეთებინა.