ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
შინეიდ ო'კონორი ყოველთვის გადაპარსული თმით დადიოდა.
მიზეზი, რის გამოც გამორჩეული მომღერალი მუდმივად იპარსავდა თმას, შესაძლოა, მის ბავშვობაში ვეძებოთ, რომელსაც, ალბათ, უღრუბლოს ვერ ვუწოდებთ. შინეიდი მოძალადე დედასთან გაიზარდა, რომელიც მასზე როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად ძალადობდა. ძალადობის მსხვერპლი იყო ვარსკვლავის დაც.
„როდესაც ბავშვები ვიყავით, ჩემს დას ლამაზი, წითური თმა ჰქონდა, მაგრამ დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ჩემი დის თმა მახინჯი, საშინელი და ამაზრზენი იყო. ამიტომ, შეჭრა. მაშინ მეც გრძელი თმა მქონდა. "ლამაზ" და "მახინჯ" ქალიშვილებად გვყოფდა, ამიტომაც მეც შევიჭერი თმა." - თქვა მომღერალმა.
მიუხედავად იმისა, რომ შინეიდმა თმა თავდაპირველად უმცროსი დის დასაცავად და სოლიდარობის ნიშნად შეიჭრა, ის ამ გზით, საკუთარი თავის დაცვასაც ცდილობდა. მომღერალმა აღიარა, რომ იმ გარემოში, სადაც ახალგაზრდობა გაატარა, ტრადიციული ქალის იმიჯში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდა.
„არ მინდოდა, ვინმეს ჩემზე ეძალადა და შევიწროების მსხვერპლი გავმხდარიყავი. არ მინდოდა, გოგონასავით ჩამეცვა. არ მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი..." - თქვა ვარსკვლავმა