„ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა...“ - დეკემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1733380920
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტებით რუსეთის დაბომბვას.
„ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო ახლა არის ის, რაც ხდება, როდესაც ზელენსკიმ გადაწყვიტა, ვფიქრობ, [აშშ-ის] პრეზიდენტის თანხმობით, დაიწყოს რუსეთის მიმართულებით რაკეტების გასროლა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს სულელური გადაწყვეტილებაა“, - თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქცევს თუ არა ის ზურგს უკრაინას, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენებს.
„მსურს შეთანხმებას მივაღწიო. ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის ზურგის არ შექცევა“, - დასძინა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.