აშშ ისრაელთან პირდაპირ საუბრობს სირიაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებზე - ენტონი ბლინკენი

Antony Blinken

აშშ ისრაელთან პირდაპირ საუბრობს სირიაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენი ამბობს, მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ, რომ არ ხდება დამატებითი კონფლიქტის პროვოცირება.

„ისრაელელების მხრიდან ამ მოქმედებების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც სირიის არმიის მიერ არის მიტოვებული, არ ჩავარდეს არასწორ ხელში, ტერორისტების, ექსტრემისტების და ა.შ. ხელში“, – განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან იორდანიიდან თურქეთში გამგზავრებამდე.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელი ნათლად აცხადებს, თუ რატომ აკეთებენ ამას.