საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძეს, გუკა ბარდაველიძეს, ლევან ნაჭყებიას საქმეები განიხილა და მათ სიტყვიერი შენიშვნა მიეცათ

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების, ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძის, გუკა ბარდაველიძის, ლევან ნაჭყებიას საქმეები განიხილეს.

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეებიდან მოსამართლეებმა ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოიყენეს, არამედ ოთხივე შემთხვევაში მოსამართლეები, ლელა ცაგარეიშვილი და ზვიად ცეკვავა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლნენ.

ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, მოსამართლეებს მაქსიმალურად მსუბუქი სანქცია შეეფარდებინათ, თუ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობდნენ. დაკავებულთა ნაწილი სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, თუმცა დაუმორჩილებლობაში ცნო სამართალდამრღვევად და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.