,,New york-ში დაგეგმილ კონცერტზე , მე აღარ მივიღებ მონაწილეობას...“ - ნუცა ბუზალაძე
1733766727
იაპონიაში, ჰანედას აეროპორტში სანაპირო დაცვის თვითმფრინავსა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
„ბიბისი“ იუწყება, რომ სანაპირო დაცვის თვითმფრინავის პილოტმა შეძლო გადმოხტომა, მაგრამ მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
როგორც იაპონიის სანაპირო დაცვა აცხადებს, მათი კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, ნიიგატას აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა ნოტოს ნახევარკუნძულზე დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრით დაზარებულებისთვის.
რაც შეეხება სამგზავრო თვითმფრინავს, აქ მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა.
ჰანედას აეროპორტში მომხდარი შემთხვევის გამო ყველა ფრენა გაუქმებულია.