1773942314
ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას ომის დასრულების შესახებ აშშ-ის შეთავაზების შესახებ ეცნობა, მაგრამ შტატებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას ომის დასრულების შესახებ აშშ-ის შეთავაზების შესახებ ეცნობა და მისი განხილვა მიმდინარეობს.
არაღჩის განმარტებით, მხარეებს შორის გარკვეული გზავნილების გაცვლა მოხდა, მაგრამ მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან მათ მოლაპარაკებების განზრახვა ამჟამად არ აქვთ.
"რამდენიმე იდეა წამოჭრეს. ერთ-ორ ადგილას ვნახე, რომ ეს აღწერილი იყო, როგორც 15-პუნქტიანი გეგმა. მაგრამ ისინი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წინადადების სახით. ყველა მათგანზე ეცნობა ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას. თუ პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი გახდება, ეს აუცილებლად გადაწყდება.
ამჟამად ჩვენი პოლიტიკაა წინააღმდეგობის და ქვეყნის დაცვის გაგრძელება. ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს მოლაპარაკებების განზრახვა და არანაირი მოლაპარაკებები არ ჩატარებულა", - აცხადებს არაღჩიმ.










