ქუინსი ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ქუინსი ჯონსი

 2024 წლის 3 ნოემბერს მუსიკის ლეგენდა, ქუინსი ჯონსი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, ლოს ანჯელესის ოლქის ჯანმრთელობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზად პანკრეასის სიმსივნე სახელდება.

11 ნოემბერს 28-გზის გრემის გამარჯვებული პროდიუსერი და კომპოზიტორი ოჯახურ გარემოცვაში დაკრძალეს. დაკრძალვას ქუინსი ჯონსის შვიდი შვილი და ოჯახის უახლოესი წევრები ესწრებოდნენ.  განცხადებაში ოჯახმა აღნიშნა, რომ მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან მიღებული სამძიმრისა და პატივისცემისთვის უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ.

„დღეს საღამოს ჩვენი გულები დაიმსხვრა. გვსურს საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი მამისა და ძმის, ქუინსი ჯონსის გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკარგია, ჩვენ მის დიდებულად განვლილ ცხოვრებას ვზეიმობთ. ის მართლაც უნიკალური ადამიანი იყო და ძალიან დაგვაკლდება. გვანუგეშებს და სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ სიყვარულისა და სიხარულის უდიდესი არსი, რაც მისი დამახასიათებელი თვისება იყო, მან მსოფლიოს გაუზიარა.

მუსიკითა და უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული ქუინსი ჯონსის გული მარადიულად გააგრძელებს სიცოცხლეს”, – განაცხადა ქუინსი ჯონსის ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ.