1731875631
რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წლისგან
გველი მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს _ აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოებს მათ, ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები. აუცილებელია შეურიგდეთ ყველას - აყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს - თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი. ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში-ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა.
გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს. გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით. საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ.
რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წლისგან
გველს ხშირად მოაქვს გარკვეული მღელვარება და ცვლილებები. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საზიანო, რასაც მოჰყვება განსაცდელები და კატაკლიზმები. მსგავსი მოვლენები, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია წლის პირველ და მესამე კვარტალში. ამ დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჯანმრთელობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე.
დანარჩენი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ სრულად დატკბეთ ცხოვრებით.
ნიშნები 2025 წლისთვის
დაიმახსოვრეთ გველის ტაქტიკა: ჩვეულებრივ მშვიდია, მაგრამ როცა მიზნის მიღწევა სჭირდება, ისრად იქცევა! დააკოპირეთ მისი ქცევა. ახლა გექნებათ შანსი რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეს წელი კარგი პერიოდია გათხოვებისა და შვილების გასაჩენად.
ხელსაყრელი პერიოდია ახალ სამსახურში, ასევე ახალ ბინაში გადასვლისთვის.
უმჯობესია თავი აარიდოთ კონფლიქტების პროვოცირებას. დაიმახსოვრეთ, ხანდახან ლოდინით მეტს მიაღწევთ!