ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით

ბრიტანელები მოუთმენლად ელოდნენ ქეით მიდლტონის გამოჩენას Trooping the Colour-ის ცერემონიალზე, სადაც უელსის პრინცესა ბრიტანეთის და ირლანდიის გვარდიის წევრებს ბუკინგემის სასახლის აივნიდან უნდა მისალმებოდა.

უკვე ცნობილია, რომ მიდლტონი ღონისძიებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ უელსის პრინცესისთვის ბუკინგემის სასახლის აივანზეც გამოსვლაც კი, სარისკოა.

სიმსივნესთან მებრძოლმა პრინცესამ ცოტა ხნის წინ „ტვიტერზე” წერილი გამოაქვეყნა, სადაც ირლანდიური გვარდიის წარმომადგენლობას, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცერემონიალში ვერ მონაწილეობს:

„მინდა, დიდი ბოდიში მოგიხადოთ მთელს პოლკს იმის გამო, რომ ვერ ვიღებ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვიმედოვნებ, მალე გინახულებთ. მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, სიყვარულით, ქეითი”, – წერია განცხადებაში.

ქეით მიდლტონი ირლანდიის გვარდიის საპატიო პოლკოვნიკია.