რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და მისი მეუღლის, ელკე ბუდენბენდერის ვიზიტის პატივსაცემად უინძორის ციხესიმაგრეში სახელმწიფო ბანკეტი გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფოს მეთაურები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: პრინცი უილიამი მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა, დედოფალ ელისაბედის და პრინცესა ანა, სუპერმოდელი კლაუდია შიფერი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
43 წლის ქეით მიდლტონი ბანკეტზე ბრჭყვიალა კაბითა და „ჯენი პეკჰამის“ მოსასხამით გამოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება დედოფალ ვიქტორიას კოლექციიდან იშვიათმა დიადემამ მიიპყრო.
დიადემა 1853 წელს დამზადდა და მასზე გამოსახულია ბრილიანტები და ლალები მბზინავი ლოტოსებისა და თაღების სახით. დედოფალ ელისაბედს ის ერთხელ 2005 წელს მალტაში მოგზაურობის დროს ეკეთა.


