ქართული ოქროს კვალი ტროაში - მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ უცხოელი მეცნიერების სენსაციური კველევის თარგამანს ასაჯაროებს

ტროა

ქართული ოქროს კვალი ტროაში - 30 ნოემბერს ავსტრიის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, საიდანაც დასტურდება, რომ სამი უძველესი დასახლების (ტროა, პოლიოქნი, ური) სამკაულებში ოქროს შემადგენლობა ყველაზე მეტად ემთხვევა საქართველოში, არქეოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილ ოქროს შემადგენლობას.

მოძრაობამ „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) სპეციალურად თარგმნა ზემოთ ხსენებული სტატია, რომელსაც სრულად გთავაზობთ.  

„ოქროს ტროადან, პოლიოქნიდან და ურიდან საერთო წარმოშობა ჰქონდა!

ტიუბინგენის, მანჰეიმისა და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა ახალი ლაზერული მეთოდით შეძლეს ცნობილი სამკაულის შეცნობა. ამ კვლევამ დაადგინა, რომ ადრე ბრინჯაოს ხანაში სავაჭრო ურთიერთობები ინდის ველამდე აღწევდა.

ტროას, პოლიოქნის კუნძულ ლემნოსსა (რომელიც დაახლოებით 60 კმ-ის დაშორებითაა ტროადან) და მესოპოტამიის ქალაქ ურის ობიექტებში ოქროს აქვს საერთო გეოგრაფიული წარმოშობა და დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომლებმაც ინოვაციური მობილური ლაზერული მეთოდის დახმარებით პირველად შეისწავლეს ადრებრინჯაოს ხანის ცნობილი სამკაულების ნიმუშები ტროასა და პოლიოქნიდან. მკვლევრებმა, ერნსტ პერნიკას ხელმძღვანელობით, ტუბინგენის უნივერსიტეტიდან და კურტ-ენგელჰორნის არქეომეტრიის ცენტრიდან მანჰეიმში, ასევე ბარბარა ჰორეჯსმა მეცნიერებათა აკადემიის ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტიდან, არსებული ინფორმაცია განაცხადეს ჟურნალ „Archaeological Science”-ში.

გამოკვლევები ჩატარდა სამ უძველეს დასახლებაში ნაპოვნ სამკაულებში:

ური - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში - 50 საუკუნე ქრისტემდე;

პოლიოქნი - პრეისტორიული დასახლება ეგეოსის კუნძულ ლიმნოსზე - 50-40 საუკუნე ქრისტემდე- ევროპის უძველესი ქალაქი;  ტროა - 30 საუკუნე ქრისტემდე. სულ გამოკვლეული იქნა 61 არტეფაქტი ძველი ბრინჯაოს პერიოდიდან (25-20 საუკუნე ქრისტემდე).

გამოკვლევამ აჩვენა, რომ სამივე უძველესი დასახლების სამკაულებში გამოყენებული ოქრო მიღებული იყო მდინარეებიდან ოქროს გარეცხვის მეთოდით.

სამკაულები სერიულად მზადდებოდა და არა ერთეული ნაწარმის სახით. ოქროს შემადგენლობა ყველაზე უფრო ემთხვევა საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებში ოქროს შემადგენლობას.  პრიამის საგანძური პირველად გამოიკვლიეს ლაზერული სხივებით.

მას შემდეგ, რაც ჰაინრიხ შლიმანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ტროაში 1873 წელს იპოვა „პრიამის საგანძური“, ოქროს წარმოშობის საკითხი აქტუალური გახდა. ერნსტ პერნიკამ და საერთაშორისო გუნდმა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობით ახლა დაამტკიცებს, რომ ის წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მეორადი საბადოებიდან, როგორიცაა მდინარეები და რომ მისი ქიმიური შემადგენლობა, ერთი მხრივ, იდენტურია ოქროს ობიექტების. „ასე რომ, ამ შორეულ რეგიონებს შორის უნდა ყოფილიყო სავაჭრო ურთიერთობები”, - ამბობს პერნიკა.

ახლად შემუშავებული პორტატული ლაზერის წყალობით, ზემოხსენებულმა კვლევამ შესაძლებელი გახადა ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის სამკაულების ნიმუშების აღება. მუზეუმის ყელსაბამები, გულსაკიდი, საყურეები და კისრის რგოლები იმდენად ძვირფასია, რომ არ შეიძლება მათი ლაბორატორიაში გადატანა ან შესწავლა ისე, რომ მას რაიმე თვალსაჩინო ზიანი მიადგეს. ამ კვლევის განხორციელებისათვის აქამდე არსებული მეთოდები წარუმატებელი აღმოჩნდა, აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც რომ, პორტატული ლაზერი დნება ობიექტების მხოლოდ მცირე ხვრელში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ამის შემდეგ, პერნიკამ და მისმა გუნდმა მანჰეიმში, კურტ-ენგელჰორნის არქეომეტრიის ცენტრში შეძლეს ნიმუშების შესწავლა მასის სპექტრომეტრიის გამოყენებით.

4500 წლის ოქროსგან ქიმიურად აღებული თითის ანაბეჭდი ისტორიული ოქროს სამკაულები ყოველთვის შეიცავდა და შეიცავს ოქროს გარდა სხვა ელემენტებს, როგორიცაა ვერცხლი, სპილენძი, კალა, პალადიუმი და პლატინი. შენადნობიდან გამომდინარე, მეცნიერებს შეუძლიათ შექმნან შემცველობების მკაფიო ქიმიური პროფილი და გამოიტანონ დასკვნები. მაგალითად, კალის, პალადიუმის და პლატინის მაღალი კონცენტრაცია ტროას სამკაულებში აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოქრო მდინარიდან ოქროს მტვრის სახით გამოირეცხა. მკვლევრებმა ასევე შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ სახელოსნოები აწარმოებდნენ სამკაულებს სერიულად და არა მხოლოდ ერთეული ნაწარმის სახით.

ჯგუფმა გამოიკვლია სულ 61 არტეფაქტი, ყველა მათგანი თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-დან 2000 წლამდე. ამ პერიოდს მიეკუთვნება აგრეთვე ცნობილი „პრიამოსის განძი“.
ბრინჯაოს ხანის სავაჭრო ურთიერთობები ეგეოსიდან დღევანდელ პაკისტანამდე ურის სამეფო სამარხებიდან ოქროს წარმოშობა ასევე განიხილებოდა ექსპერტებს შორის ათწლეულების განმავლობაში. მესოპოტამიაში არ არის ბუნებრივი ოქროს საბადოები - რის გამოც დასავლეთ ანატოლია, სადაც ასევე მდებარეობდა ტროა, შესაძლოა იყოს წარმოშობის რეგიონი. „თუმცა, გასათვალისწინებელია სრულიად განსხვავებული რეგიონები, რომლებშიც დადასტურებულია აქტიური სავაჭრო ურთიერთობები ურთან“, - ამბობს პერნიკა.

როგორც არქეოლოგიური შედარებითი კვლევები აჩვენებს, ადრეული ბრინჯაოს ხანაში ერთმანეთის მსგავსი ნივთები გამოიყენებოდა დიდ გეოგრაფიულ არეალში, ეგეოსიდან ინდის ველამდე, დღევანდელ პაკისტანში, როგორებიცაა: ბეჭდები, საყურეები, ძვირფასი ქვები. როგორიცაა ლაპის ლაზული ან ნარინჯისფერ-თეთრი მოციმციმე კარნელი. „ახალი არქეომეტრიული მონაცემები გვთავაზობენ დაახლოებით 4500 წლის წინანდელ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიცაა გეოგრაფიული არეალები და რესურსები“ - ამბობს ბარბარა ჰორეჯსი, ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტიდან.

მკვლევრებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ტროას ოქროს ზუსტი წარმოშობის გარკვევა, ამბობს პერნიკა: „თუ გადავხედავთ ისტორიას და ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირს, ტროას, პოლიოქნისა და ურის ოქროში, ოქროს შემადგენლობა ყველაზე უფრო ემთხვევა საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებში ოქროს შემადგენლობას, თუმცა ამ ვარაუდის დასადასტურებლად ჯერ კიდევ გვჭირდება მონაცემები და გამოკვლევები სხვა რეგიონებიდან და ობიექტებიდან“.

წყარო