პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
ნიუ-იორკელ ექთანს შვიდი წლის განმავლობაში გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები აწუხებდა, სანამ ექიმებმა მის მუცლის ღრუში ქირურგიული ნემსი არ აღმოაჩინეს. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, იანა პეტრიგანოვა დეგრეგორისი საავადმყოფოების ერთ-ერთ ქსელში მუშაობს და მანამდე თავადაც იქ გადიოდა მკურნალობას. 2018 წლის ივნისში მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს, ხოლო 2021 წლის ნოემბერში — აბდომინოპლასტიკა და ჭიპის თიაქრის ოპერაცია. ქალი ამტკიცებს, რომ ექიმებმა ნემსი მის სხეულში ერთ-ერთი ამ პროცედურის დროს დატოვეს.
დაახლოებით 4 სანტიმეტრის სიგრძის უცხო სხეული მხოლოდ 2025 წლის ოქტომბერში, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ პაციენტს მის ამოსაღებად კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა.
მანჰეტენის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ქალი და მისი მეუღლე საავადმყოფოსა და ოპერაციებში მონაწილე ექიმებისგან მიყენებული ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვისთვის კომპენსაციას ითხოვენ. საავადმყოფოს წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.