„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანა მხოლოდ ჰიპოთეტურად სთავაზობს კონტაქტების ორგანიზებას.
„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის დახმარებას, როგორც ქვეყნების, სადაც ჰიპოთეტურად, შესაძლოა, კონტაქტები შედგეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არ არის არსებითი მზადება. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნებოდა აუცილებელი და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.