პუტინმა ახალ კანონს მოაწერა ხელი - რა მოიფიქრა ამჯერად პრეზიდენტმა

vladimer putini

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.

დოკუმენტის თანახმად, იგივე სასჯელია გათვალისწინებული საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.

ამასთან, კანონის თანახმად, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.