“მიცვალებული სახლში არ მიჰყავთ... გოგოს მამა ამბობს, ჩემი შვილი ციხეში მიდის და ის სახლში მოვასვენოო?" - ვინ არის გარდაბანში ძმის მიერ მოკლული გოგო

მკვლელობა

სასტიკი მკვლელობა გარდაბანში. ძმამ დას ჯერ ავტომობილი განზრახ დააჯახა, შემდეგ კი დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 29 წლის გოგო მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.

22 წლის ბიჭი ქვემო ქართლის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედევება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

Ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ⇓

 

 

"საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... ახლა ერთი პრობ­ლე­მაა: გო­გო­ნას ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს - არც გო­გოს ოჯახს მიჰ­ყავს და არც ბი­ჭი­სას. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?“ - ჰყვება გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი.