პუტინის განცხადებით, ის მოსკოვში მყოფ ასადთან შეხვედრას გეგმავს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან გამართული პირდაპირი ხაზის დროს განაცხადა, რომ ის სირიის დამხობილ პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან შეხვედრას გეგმავს.

„მე ჯერ არ შევხვედრილვარ პრეზიდენტ ასადს მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში ჩამოვიდა, მაგრამ მე ამის გაკეთებას ვგეგმავ. მე აუცილებლად დაველაპარაკები მას“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. მოგვიანებით ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.