„ომით პუტინმა საკუთარი სიცოცხლე შეინარჩუნა. რამდენად დაიცავს მას ეს შამანური მაგია?“ - ასტროლოგ ხათუნა ნოელის საინტერესო ინტერვიუ

putin

ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს 70 წლის გახდა. რუსეთის პრეზიდენტი ზოდიაქოს ნიშნით სასწორია. ვინც ამ ნიშანს იცნობს, ცალსახად იტყვის, რომ ის ტიპური სასწორი ნამდვილად არ არის. ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობის მოყვარე, ესთეტი, „რბილი“ და შემოქმედებითი სასწორი სულ სხვა ტიპაჟებს „ძერწავს“.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი გაზაფხულზე "პრაიმტაიმისთვის" მოცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინის ასტროლოგიურ რუკაში სახარბიელო სურათს ვერ ხედავდა. რა ხდება ახლა?

ხათუნა ნოელი: გაზაფხულზე მის რუკაში ძალიან რთული ასპექტები იყრიდა თავს და როგორც მაშინ  მე  ვივარაუდე, პუტინს  მისმა პირადმა ასტროლოგებმა სწორედ იმ სირთულეების სხვა არხში გადაგდების მიზნით ურჩიეს ომის წამოწყება-მეთქი.  ნეგატივის გადატანის მეთოდი ხშირად ამართლებს და ამ შემთხვევაშიც, რუსეთის უმაღლესი ხელისუფალისთვისაც  გამოსადეგი აღმოჩნდა. მან შეინარჩუნა  სიცოცხლე, თუმცაღა უზარმაზარი მსხვერპლშეწირვისა  და ომის ფასად. ამ ამბებს, პრინციპში, არამხოლოდ ასტროლოგიის, არამედ  მაგიის „სუნიც ასდის“.  ძნელი სათქმელია, რამდენი ხნით დაიცავს მას ეს შამანური მაგია. მისთვის შამანიზმი გატაცებაც აღარაა უკვე, რუსეთის ხელისუფალი დამოკიდებულია ამ თემაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ მის რუკაში ჯერ ისევ არის შენარჩუნებული ის მძიმე ასპექტი, რომელზედაც ვსაუბრობდი. 

პუტინის ძალადობრივად სიკვდილის  ალბათობა ჯერ ისევ ძალაშია. მისი პირადი რუკის ასპექტებიდან გამომდინარე, ალბათ ასეც დაასრულებს სიცოცხლეს.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხანში, 25 ოქტომბერს გვექნება მზის დაბნელება. დაბნელებებს ახლავთ ერთი საინტერესო თვისება - ის ზეგავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლის ტერიტორიიდანაც უკეთ ხილვადია.

ამ კონკრეტული დაბნელების ჩრდილის განფენა ხდება რუსეთის, ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. შესაბამისად,  ზეგავლენაც ამ ქვეყნებზე ექნება.

კონკრეტულად რუსეთს რაც შეეხება, დაბნელების რუკა კავშირში მოდის ომის დაწყების მომენტზე აგებულ რუკასთან.  პლუს, პლანეტა პლუტონი წლის ბოლოს გაივლის იგივე გრადუსს, რასაც 22 თებერვალს გადიოდა. ეს ყველაფერი კი ჯამში, ვფიქრობ, ძალზე დიდ გარდატეხას მოახდენს ამ ომის მსვლელობაში.

- პუტინი ნაკლებად ჰგავს ტიპურ სასწორს. რას გვეტყვით მის სასწორობაზე?

- ის მართლაც არ არის ტიპური სასწორი. მისი პირადი პლანეტებიდან მხოლოდ 2 დგას ზოდიაქოს ამ ნიშანში... თუმცა, ალბათ, გსმენიათ ისიც, რომ სინამდვილეში ის 2 წლით ადრეა დაბადებული და  არც იმ რუკაში იკვეთება ტიპურობა. პლუს, მისი ასცენდენტი მორიელის ნიშანზე გადის, რაც მის შურის მაძიებლობასა და ფარულ აგრესიაზე მეტყველებს.