პუტინი ეძებს ვინმეს, ვისაც ომში რუსეთის წარუმატებლობას დააბრალებს - ISW

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეძებს „განტევების ვაცებს“, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობებს დააბრალებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში ვკითხულობთ.

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პრობლემებისგან რუსების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა, ოკუპანტების დიდმა დანაკარგებმა უკრაინაში შესაძლოა, ახალწვეულები კიდევ უფრო დააფრთხოს. 

„რუსეთში ბახმუტისთვის ბრძოლების გაშუქების უმეტესი ნაწილი ძირითადად ფოკუსირებულია ვაგნერელთა" მძიმე დანაკარგებზე, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, დამალოს რუსული ძალების სხვა დანაკარგები. კერძო საბრძოლო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წარუმატებლობამ შესაძლოა, შეაშინოს კრემლის სხვა ჩინოვნიკები, როგორიცაა მაგალითად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომ მათ საკუთარი ამბიციები დაიოკონ და ამ გზით გაექცნენ პრიგოჟინის მსგავს ბედს. მანამ პრიგოჟინი ბახმუტს აღიქვამდა შესაძლებლობად, რომ მოეპოვებინა ბერკეტები კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე საკუთარი კომერციული და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პუტინმა „ვაგნერის“მებრძოლები იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი რეჟიმი დაეცვა მობილიზაციის გამანადგურებელი ეფექტებისგან“, - ნათქვამია ანგარიშში.