პუტინი და ალიევი ასტანაში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

პუტინი და ალიევი

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ასტანაში პირისპირ შეხვედრა გამართეს. ორმხრივი დიალოგი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად შედგა.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ კავშირებზე ისაუბრეს. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ბაქო ბოლო ორი წელია მოკავშირეებად მუშაობენ.