Puff Daddy-ის შვილები ახალ მიმართვას ავრცელებენ

შონ დიდი და შვილები

Puff Daddy-ის შვილები ახალ მიმართვას ავრცელებენ. 

ცოტა ხნის წინ რეპერის ვაჟმა, ქუინსი ბრაუნმა ინსტაგრამზე საერთო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი შინაარსი ტექსტი ეწერა:

„გასულმა თვემ ჩვენი ოჯახი გაანადგურა. ცრუ ბრალდებების, ნარატივისა და კონსპირაციული თეორიების ფონზე  ბევრმა განგვიკითხვა. ჩვენ ერთად ვართ და გიჭერთ მხარს. გვიყვარხარ და გვენატრები, მამა.  ჩვენ გვჯერა სიმართლის და ვიცით, რომ  ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს".