პრინცი უილიამი ღამის კლუბში დააფიქსირეს

უილიამი

გასულ კვირას, ბრიტანეთის ტახტის 41 წლის მემკვიდრემ, პრინცმა უილიამმა ლონდონის ცნობილ ღამის კლუბ KOKO-ში გამართულ წვეულებაზე თავისი ცეკვის უნარები აჩვენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გასულ ოთხშაბათს ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მონარქი VIP ზონაში ისვენებს მეგობრებთან, გაი პელისთან და ჯეიმს მიდთან ერთად (ორივე უელსელი ბავშვების-ლუისა და შარლოტას ნათლიაა).

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, წვეულების შემდეგ მამაკაცების კამპანია ქალაქში სასეირნოდ გავიდა და პრინცის დაბადების დღე აღნიშნა, უილიამი 21 ივნისს 41 წლის გახდა. გაითვალისწინეთ, რომ არც კლუბში და არც სასეირნოდ, პაპარაცებს მომავალი მეფის ცოლი, ქეით მიდლტონი არ შეუნიშნავთ. როგორც ჩანს, პრინცესამ ქმარს მეგობრებთან ერთად გასვლის საშუალება მისცა.

სხვათა შორის, ადრე, უილიამის მამის, ჩარლზ III-ის კორონაციაზე გამართულ დიდ კონცერტზე უელსის პრინცმა თავის ოფიციალურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ "იცეკვო ფხიზელმა - ცუდი იდეაა". ცოტა ხნის წინ, სასახლემ გამოაქვეყნა უილიამის ახალი ფოტო ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად, რომელიც ეძღვნებოდა მამის დღეს. ცოტა მოგვიანებით, მან და ქეითმა 9 წლის ჯორჯი წაიყვანეს ექსკურსიაზე ეტონ კოლეჯში, სადაც პატარა პრინცი ისწავლის მამის, უილიამის მაგალითზე. გასულ შაბათ-კვირას, ლონდონში, ტრადიციული Royal Ascot-ის რბოლა გაიმართა, სადაც უილიამი და ქეითი ელეგანტური გარეგნობით გამოჩნდნენ. წლევანდელი რბოლა ქეითისთვის პირველი იყო პრინცესას სტატუსით.