1746007492
ესპანეთის მთავრობამ უცხო ქვეყნებში თავის საელჩოებს და საკონსულოებს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია აუკრძალა - POLITICO

ესპანეთის მთავრობამ უცხო ქვეყნებში თავის საელჩოებს და საკონსულოებს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია აუკრძალა. რეგულაცია პირველი მაისიდან შევა ძალაში და რეგისტრაციის მიმდინარე პროცესებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია, თუმცა მოქალაქეები აკრძალვას უცხო ქვეყნებში სუროგატების აყვანითა და ბავშვების საზღვარგარეთი რეგისტრირებით უვლიან გვერდს.
სუროგაცია ესპანეთში 2006 წლიდან არის აკრძალული. თუმცა, წლების განმავლობაში ესპანელი წყვილები სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს სხვა ქვეყნებში წარმატებით არეგისტრირებდნენ. სიტუაცია გასული წლის დეკემბერს შეიცვალა, როდესაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროცედურა არალეგალურია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იტალიის მთავრობა სუროგაციის საშუალებით ბავშვის გაჩენის მიზნით საზღვარგარ ჩასვლა სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარა.