პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრინცმა ჰარიმ, რომელიც აშშ-დან ლონდონში მამის, მეფე ჩარლზის კიბოს დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ დაბრუნდა, მონარქთან მხოლოდ 45 წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Mail-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეფისა და სასექსის ჰერცოგის შეხვედრა კლარენს ჰაუსში შედგა, რის შემდეგაც ჰარიმ ღამე სასტუმროში გაატარა, რადგან დიდ ბრიტანეთში მას საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიზიტის დროს ჰარი არ შეხვედრია თავის ძმას, უელსის პრინც უილიამს. თუმცა წყაროები აღნიშნავენ, რომ ჰარი ძმასთან გასაუბრების წინააღმდეგი არ არის. არ არის მოსალოდნელი, რომ ჰარი ლონდონში დიდი ხნით დარჩება. სავარაუდოდ, ის მალევე დაბრუნდება კალიფორნიაში, სადაც მეუღლესთან - მეგან მარკლთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.
დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის შესახებ 5 თებერვალს გავრცელდა. ჰარი მამის სანახავად ლონდონში გუშინ ჩაფრინდა.