3000-მდე სუროგატი ბავშვი იბადება ქვეყანაში, აქედან 2800-მდე ქვეყნიდან გადის. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სფეროს აუცილებელი რეგულაციები ესაჭიროება და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აიკრძალოს სუროგაცია ქვეყანაში - ზაზა ლომინაძე

ზაზა ლომინაძე

 3000-მდე სუროგატი ბავშვი იბადება ქვეყანაში, აქედან 2800-მდე ქვეყნიდან გადის. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სფეროს აუცილებელი რეგულაციები ესაჭიროება და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აიკრძალოს სუროგაცია ქვეყანაში, - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე.

მისი თქმით, ამ პროცესში, სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

„კანონპროექტზე მუშაობისას გამოჩნდება გამოწვევები, სადაც ალბათ გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. იცით, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში აკრძალულია სუროგაცია, რამდენიმე ერთეული ქვეყანაა, სადაც სუროგაცია ნებადართულია“, - აღნიშნა ლომინაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

✕