პოლონეთის ფინანსთა მინისტრი - თავდაცვის ხარჯების გაზრდა პოლონეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება

ანდრეი დომანსკი

თავდაცვის ხარჯების გაზრდა პოლონეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა, ანდრეი დომანსკიმ განაცხადა.

როგორც დომანსკიმ აღნიშნა, თავდაცვის ხარჯები განსაზღვრავს ყველა სხვა ინვესტიციას.

„სხვა ინვესტიციებს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლონეთი უსაფრთხოა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დომანსკიმ ევროკავშირის ქვეყნებსაც მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.