Politico: თეთრმა სახლმა ისრაელის ოპერაციას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „ჩუმად“ დაუჭირა მხარი

Politico: თეთრმა სახლმა ისრაელის ოპერაციას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „ჩუმად“ დაუჭირა მხარი

აშშ-ის თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირებმა ისრაელს ფარულად შეატყობინეს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს მის გეგმას გააძლიეროს სამხედრო ზეწოლა დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ისრაელს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენს ადმინისტრაცია საჯაროდ მოუწოდებდა ისრაელის მთავრობას შეემცირებინა სამხედრო მანევრები.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ამოს ჰოჰშტაინმა და თეთრი სახლის კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგერკმა ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებს განუცხადეს, რომ ვაშინგტონი დათანხმდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სტრატეგიას ისრაელის სამხედრო ფოკუსის ჩრდილოეთით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ გადატანას.

ისრაელის ასეთი მოქმედებების მიზანს „ჰეზბოლას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის იძულება წარმოადგენს, აღნიშნავს გამოცემა. სექტემბრის შუა რიცხვებში სატელეფონო საუბრებში ისრაელის ოფიციალური პირები ამერიკელ პარტნიორებს ეუბნებოდნენ, რომ მათი სამხედროები დისლოკაციის შესაცვლელად ემზადებიან, თუმცა დამატებითი დეტალების გამხელისგან თავს იკავებდნენ.